„აშშ-ის სამხედრო დახმარების პროგრამა ფოკუსირებულია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობის გაძლიერებაზე“

აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა გენერალმა ფილიპ ბრიდლოვმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობაზე და დაგეგმილ ერთობლივ სწავლებებზე ისაუბრა.

geo-2

„ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების პროგრამა ფოკუსირებულია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობის გაძლიერებაზე და აშშ-სა და ნატოსთან საქართველოს ურთიერთთავსებადობის გაზრდაზე. ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს მაქსიმალურად მომზადებული იმ დღისთვის, როდესაც ნატო გადაწყვეტილებას მიიღებს. გავიმეორებ, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გაწევრიანდეს ჩრდილო-ატლანტიკულ ალიანსში. ეს არის ჩვენი პოზიცია 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული. ჩვენ მოუთმენლად ველით დაგეგმილ ერთობლივ სწავლებას საქართველოსთან, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას და კიდევ უფრო დააახლოვებს საქართველოს ჩვენ სტანდარტებთან. ორივე სწავლება – „ღირსეული პარტნიორი“ და „მტკიცე სული“ გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, ვიმოქმედოთ ნატოს ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობს. მაისში „ღირსეული პარტნიორი 2016“ სამი კვირის განმავლობაში თავს მოუყრის ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებს ვაზიანის პოლიგონზე, რათა გავაძლიეროთ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შესაბამისი შესაძლებლობები. წლევანდელი სწავლება იქნება უფრო მასშტაბური და გაუმჯობესებული გასულ წელთან შედარებით.“

geo-1

Advertisements

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden / Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden / Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden / Ändern )

Google+ Foto

Du kommentierst mit Deinem Google+-Konto. Abmelden / Ändern )

Verbinde mit %s