საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყო

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრმა განახლებული კურსი დაიწყო. წელს აღნიშნულ კურსში პანკისის ხეობის მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც ჩაერთვებიან.

დღეიდან 10 კვირის განმავლობაში სპეციალურად შერჩეული საქართველოს 500 მოქალაქე საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას გაივლის. კურსის მონაწილეებს მეცადინეობები ნავიგაცია-ტოპოგრაფიაში, სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაში ჩაუტარდებათ.

საწყისი საბრძოლო მომზადება, ამჯერად, გაუმჯობესებული პროგრამით განხორციელდება. სასწავლო პროგრამა მორგებულია ქვედანაყოფების მოთხოვნილებებს და მისი შედგენისას გათვალისწინებულია ნატოს სტანდარტები.

კურსზე ჩარიცხვამდე საქართველოს 500-მა მოქალაქემ ფიზიკური მომზადებისა და ფსიქოლოგიური ტესტების გარდა სამედიცინო კომისიის შემოწმებაც გაიარა. შერჩევის პროცესი კვლავ გრძელდება. რეკრუტთა მორიგი ნაკადი რამდენიმე კვირის შემდეგ მომზადდება.

სწავლების განმავლობაში რეკრუტები ყაზარმული რეჟიმით იცხოვრებენ. ოჯახის წევრებს და ახლობლებს მათი მონახულება მომზადების დაწყებიდან 4 კვირის გასვლის შემდეგ შეეძლებათ.

საწყისი საბრძოლო მომზადების 10-კვირიანი პროგრამის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს გააგრძელებენ.

https://www.facebook.com/mod.gov.ge/?fref=ts

Diese Diashow benötigt JavaScript.

Advertisements

Kommentar verfassen

Trage deine Daten unten ein oder klicke ein Icon um dich einzuloggen:

WordPress.com-Logo

Du kommentierst mit Deinem WordPress.com-Konto. Abmelden / Ändern )

Twitter-Bild

Du kommentierst mit Deinem Twitter-Konto. Abmelden / Ändern )

Facebook-Foto

Du kommentierst mit Deinem Facebook-Konto. Abmelden / Ändern )

Google+ Foto

Du kommentierst mit Deinem Google+-Konto. Abmelden / Ändern )

Verbinde mit %s